დედამიწა ჩვენი სახლია

დედამიწა ჩვენი სახლია

воскресенье, 25 октября 2015 г.

IX -დღე

  ჩემი პროექტის  ,,დედამიწა ჩემი სახლია ''პორტფოლიო 


  ამ პროექტულმა სწავლებამ მასწავლა ,თუ როგორ დავეხმარო მოსწავლეს ,რათა გახდეს დამოუკიდებელი მსწავლელი და  თვითრეგულირებული.კვლევებმა გვაჩვენა რომ კეთბით სწავლება დღეს ყველაზე აქტუალურია და ასევე კარგად არის მორგებული  თითოეულ მოსწავლეზე.ბავშვები თავად ქმნიან,იძიებენ ,ადგენენ პროექტებს,ატარებენ კონფერენციებს და თითქმის აკეთებენ იმას რასაც აკეთებდა მასწავლებელი, ახლა კი მასწავლებელი მხოლოდ გეზისმიმცემია და დამხმარე.პროექტები კი ასეთ სწავლებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს.
   ეს მოდული კიდევ გამოირჩევა, იმით რომ ვისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. დაგვეხმარება უფრო უკეთ შევისწავლოთ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები,შემდეგ მასზე გავაკეთოთ პროექტი და ვასწავლოთ საჭირო ინფორმაცია რათა ჩამუყალიბოთ  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
      ელექტრონული წიგნი ,,პროექტული სწავლების'' -კი არის საუკეთესო გზამკვლევი ,რომელიც დამეხმარება   პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. უღრმესი მადლობა სამინისტროს და ქალბატონ ნინოს!  არ დაიშურა ძალ-ღონე და მაღალ აკადემიურ დონეზე გვასწავლა პროექტებით სწავლება.გმადლობთ!
             

воскресенье, 18 октября 2015 г.

VIII დღე

 წინა  მოდულში მოსწავლის როლი მოვირგეთ, ახლა კი ისევ ჩვენ ნაცნობ როლს დავუბრუნით და შევქმენით მოსწ.სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა .ჯგუფებში ვიმსჯელეთ შფასების რუბრიკაზე ,რაც დაგვეხმარა   კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.
         გავიგე თუ როგორ შევუწყო ხელ ჩემს მოსწავლეებს ,რათა ჩამოყალიბდნენ  თვითრეგულირებად მსწავლელებად.

суббота, 17 октября 2015 г.

VII დღე

      მოდული  5 დამეხმარა გამეაზრებინა თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ  მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინარსის ათვისებისას .მაღალი დონის სააზროვნო უნარების ათვისებისას.
  მოდულის ბოლოს გამოვიყენეთ შეფასების რუბრიკა და ერთმენეთს კომენტარებით შევუფასეთ მოსწ. სავარაუდო ნაშრომი.
 გმადლობ ნინო ! ასეთი ხალისიანი და შრომატევადი    დღისთვის .

   

воскресенье, 11 октября 2015 г.

VI დღე


        ამ მოდულმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება.გავითავისე მოსწავლის როლი და მისი შესაძლებლობის გათვალისწინებით შევქმენი პრეზენტაცია .რამაც სიღრმისეულად ჩამაფიქრა, თუ რა იცის და რას ს საჭიროებს კიდევ .დამატებით, რათა შექმნას კარგი სლაიდი.რაც  შემდგომში ჩამოუყალიბებს მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებს,რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია.



суббота, 10 октября 2015 г.

v დღე

    ეს მოდული დამეხმარა ,დავფიქრებულიყავი ,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ   ბუკმარკერში როგორ ჩავიმახსოვროთ საჭირო ვებ-გვერდები,მოსწავლეებმა ერთმანეთს როგორ გაუკეთონ კომენტარები ბლოგზე ,ან მასწავლებელმა დაუდოს განმავითარებელი შეფასება.შეფასების რუბრიკებით როგორ მივცეთ განმავითარებელი კომენტარი.
     გავეცანით ინტერნეთით მოძიებულ მასალაზე თუ  როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.მადლობა ჩვენს ტრენერს ,ნინოს შეუფასებელი შრომისათვის.

воскресенье, 4 октября 2015 г.

IV დღე


ეს მოდული დამეხმარა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გამეანალიზებინა ესგ და სტანდარტები.განვიხილეთ შეფასების მეთოდები თავის სტრატეგიებით: 1.წინარე ცოდნა და საჭიროების დადგენა 2.გაგების დემონსტრირებისთვის 3.თვითრეგულირება,თანამშრომლობა,წახალისება 4.მეტაშემეცნების წახაწახალისება 5.პროგრესის მონიტორინგი. ბოლოს შევქმენით პროექტის პრეზენტაცია,დავხვეწეთ ამ პროექტის გეგმა.გავაკეთეთ რეფლექსია.



суббота, 3 октября 2015 г.

II დღე

პროექტებით სწავლებამ  გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე,როგორც მასწავლებელს.სასწავლო პროცესების დაგეგმის პროცესში ვისწავლე :
1პროექტებით სწავლება
2.ბლოგის შექმნა
3პროექტების სწავლების აქტივობები

III დღე



საკუთარი პროექტის თემას დავაკავშირეთ საგნობრივი სტანდარტები.შევიმუშავე მიზნები და შედეგები.გამოვიყენეთ  21-ე საუკუნის სტანდარზე მორგებული უნარ-ჩვევები,ბლუმის ტაქსონომიის განახლებული კითხვები.ნაწილობრვ შევავსეთ პროექტის გეგმა.